ბაგრატ III-ის მეფობა
ბაგრატ III დაიბადა დაახლოებით 960 წლის 7 მაისს. იგი იყო გურგენ მეფისა და გურანდუხტ დედოფლის ვაჟიშვილი, ტაოს მეფის დავით კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. 978 წელს იოანე მარუშისძისა და დავით კურაპალატის გადაწყვეტილებით, უკვე სრულწლოვანი ბაგრატი აფხაზეთის მეფედ აკურთხეს.
მიუხედავად ახალგაზრდობისა, ბაგრატ III დაკვირვებული და წინდახედული მეფე აღმოჩნდა. დაახლოებით ორი წელი მან სახელმწიფო საქმეებში გარკვევას მოანდომა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან ქვეყნის მართვა. მან თავისი უსინათლო ბიძა, აფხაზეთის მეფე თეოდოსი, სამეფო კარს მოაშორა და ტაოში გაგზავნა. მეფე უფლისციხეში ბინავდებოდა და ქართლს იქიდან განაგებდა. ადგილობრივი აზნაურების ნაწილი საკუთარი უფლებების შეზღდვას ვერ ეგუებოდა და მეფის ხელისუფლების გაძლიერებით უკმაყოფილო იყო. აზნაურთა ეს ნაწილი 980 წელს ქავთარ ტბელის მეთაურობით ბაგრატს აუჯანყდა. მეფემ მიიღო ეს გამოწვევა, ბრძოლაში ჩაება და სოფელ მოღრისთან ისინი დაამარცხა. სწორედ ეს ბრძოლა გახდა იმის საბაბი რო ბაგრატი წმინდანად არ შერაცხეს, მან ბაგრატიონთა დინასტია ამოჟლიტა და სწორედ ეს ვერ აპატია ვერც საზოგადოებამ და ვერც ეკლესიამ.
ბაგრატ III ძლიერი და ენერგიული მმართველი აღმოჩნდა. მან გადააყენა დაუმორჩილებელი მოხელეები და მათ ნაცვლად სანდო პიროვნებები დააყენა. მაგრამ ყველაზე აუცილებელი იყო ძალიან ძლიერი დიდგვაროვნის, კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩიელბა. ის ხომ ციხეების და დიდი მამულების პატრონი იყო. ბაგრატმა ლაშქარი შეკრიბა და თრიალეთისაკენ დაიძრა. მეფის ლაშქრობის ამბავი მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს რადგან მათ დავით III კურაპალატთან მისი წაკიდება უნდოდათ. მათ დავითს მოახსენეს, თითქოს ბაგრატ მეფე მის მოსაკლავად და ტაოს დასამორჩილებლად მიდიოდა. დავით კურაპალატმაც ირწმუნა და უმალ შეკრიბა თავისი ლაშქარი და ჯავახეთში გამაგრდა.
ბაგრატმა საქმის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა. იგი მამობილთან მარტო მივიდა და ლაშქრობის მიზანი მოახსენა. დავით კურაპალატმა ბაგრატის
უდანაშაულობა ირწმუნა და ბაღვაშის წინააღმდეგ ლაშქრობის უფლება მისცა. ბაგრატმა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში დაამარცხა და დაიმორჩილა.
ბაგრატ III-მ ქუთაისი ერთიანი საქართველოს სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ამიერიდან 1122 წლამდე მანამ დავით აღმაშენებელმა თბილისი ამირებისგან არ გაანთავისუფლა. დედაქალქში განახლდა მეფის სასახლე და ციხე-გალავანი. აიგო და 1003 წელს იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამ ტაძარს დღესაც ბაგრატის ტაძრის სახელით იხსენიებენ.
1001 წელს დავით III კურაპალატი გარდაიცვალა. ბაგრატმა პრეტენზია გამოთქვა დავითის სამფლობელოების მიერთებაზე, თუმცა მის განზრახვას წინ აღუდგა ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II. ბაგრატ მეფე ძლიერ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტს მოერიდა და დათმობაზე წავიდა. ბასილმა ბაგრატს კურაპალატის ტიტული უბოძა.
ბაგრატ III ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლას განაგრძობდა. სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით, მეფემ შეიპყრო კლარჯეთის "ხელმწიფენი", რომლებიც მას ეურჩებოდნენ. 1008 წელს ბაგრატის მამა გურგენი გარდაიცვალა, რის ჩემდეგაც იგი მამის სამფლობელოებს დაეუფლა. 1008-1010 წლებში ბაგრატმა კახეთი და ჰერეთი შემოიერთა . კახეთ-ჰერეთის დამორჩილების შემდეგ, მეფემ აღმოსავლეთით ქალაქ განძის (განჯა) ამირა ფადლონის წინააღმდეგ ილშქრა, რომელიც ხშირად ქართლსა და კახეთს თავს ესხმოდა. ბაგრატმა განძა აიღო. განძის ამირამ ქართველთა მეფის სამსახური და ხარკის გადახდა იკისრა. ასე, თანდათანობით, ბაგრატ III-ის ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდა თითქმის მთელი საქართველო. მხოლოდ თბილისის საამირო და ბიზანტიის მიერ მიტაცებული იმიერ ტაო რჩებოდა ერთიანი ქართული მონარქიის მიღმა. 1014 წელს ბაგრატ III გარდაიცვალა. იგი მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში (აფხაზეთში) დაკრძალეს. იგი ფაქტიურად ერთიან საქართველოს განაგებდა 4 წელი.
გენეალოგია:
ბაგრატ III დაიბადა დაახლოებით 960 წლის 7 მაისს. იგი იყო გურგენ მეფისა და გურანდუხტ დედოფლის ვაჟიშვილი, ტაოს მეფის დავით კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. 978 წელს იოანე მარუშისძისა და დავით კურაპალატის გადაწყვეტილებით, უკვე სრულწლოვანი ბაგრატი აფხაზეთის მეფედ აკურთხეს.
მიუხედავად ახალგაზრდობისა, ბაგრატ III დაკვირვებული და წინდახედული მეფე აღმოჩნდა. დაახლოებით ორი წელი მან სახელმწიფო საქმეებში გარკვევას მოანდომა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მან ქვეყნის მართვა. მან თავისი უსინათლო ბიძა, აფხაზეთის მეფე თეოდოსი, სამეფო კარს მოაშორა და ტაოში გაგზავნა. მეფე უფლისციხეში ბინავდებოდა და ქართლს იქიდან განაგებდა. ადგილობრივი აზნაურების ნაწილი საკუთარი უფლებების შეზღდვას ვერ ეგუებოდა და მეფის ხელისუფლების გაძლიერებით უკმაყოფილო იყო. აზნაურთა ეს ნაწილი 980 წელს ქავთარ ტბელის მეთაურობით ბაგრატს აუჯანყდა. მეფემ მიიღო ეს გამოწვევა, ბრძოლაში ჩაება და სოფელ მოღრისთან ისინი დაამარცხა. სწორედ ეს ბრძოლა გახდა იმის საბაბი რო ბაგრატი წმინდანად არ შერაცხეს, მან ბაგრატიონთა დინასტია ამოჟლიტა და სწორედ ეს ვერ აპატია ვერც საზოგადოებამ და ვერც ეკლესიამ.
ბაგრატ III ძლიერი და ენერგიული მმართველი აღმოჩნდა. მან გადააყენა დაუმორჩილებელი მოხელეები და მათ ნაცვლად სანდო პიროვნებები დააყენა. მაგრამ ყველაზე აუცილებელი იყო ძალიან ძლიერი დიდგვაროვნის, კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის დამორჩიელბა. ის ხომ ციხეების და დიდი მამულების პატრონი იყო. ბაგრატმა ლაშქარი შეკრიბა და თრიალეთისაკენ დაიძრა. მეფის ლაშქრობის ამბავი მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს რადგან მათ დავით III კურაპალატთან მისი წაკიდება უნდოდათ. მათ დავითს მოახსენეს, თითქოს ბაგრატ მეფე მის მოსაკლავად და ტაოს დასამორჩილებლად მიდიოდა. დავით კურაპალატმაც ირწმუნა და უმალ შეკრიბა თავისი ლაშქარი და ჯავახეთში გამაგრდა.
ბაგრატმა საქმის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა. იგი მამობილთან მარტო მივიდა და ლაშქრობის მიზანი მოახსენა. დავით კურაპალატმა ბაგრატის
უდანაშაულობა ირწმუნა და ბაღვაშის წინააღმდეგ ლაშქრობის უფლება მისცა. ბაგრატმა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში დაამარცხა და დაიმორჩილა.ბაგრატ III-მ ქუთაისი ერთიანი საქართველოს სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ამიერიდან 1122 წლამდე მანამ დავით აღმაშენებელმა თბილისი ამირებისგან არ გაანთავისუფლა. დედაქალქში განახლდა მეფის სასახლე და ციხე-გალავანი. აიგო და 1003 წელს იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ამ ტაძარს დღესაც ბაგრატის ტაძრის სახელით იხსენიებენ.

.jpg)